ალექსანდრე თევზაძის დაჭრაში ბრალდებულები სასამართლომ გაათავისუფლა

26 ივნისი 2019, 16:47 1308 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კახა მიქელაძეს 2000 ლარის, ირკალი აბუსერიძეს კი 3000 ლარის გადახდა მოუწევს. დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე  სასამართლო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

სხდომას არ ესწრებოდა  თავად  დაშავებული, ალექსანდრე თევზაძე.

დღეს დილით ალექსანდრე თევზაძემ სოციალური ქსელით მისი  სავარაუდო გატაცების მცდელობის ფაქტები გაიხსენა, სისხლიანი  ტანსაცმლის ფოტოები  გამოაქვეყნა. ის ითხოვს, რომ პოლიციამ  დაკავებულები არა ხულიგნობის მუხლით, არამედ გატაცების მცდელობის გამო დასაჯოს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე 2 პირი დააკავა რომლებსაც ჯგუფურად, იარაღის გამოყენებით, ხულიგნობას ედავება. 

სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვიოლეტა ფორჩხიძე უძღვებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი