"თქვენ დღეს აქ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დამნაშავედ ცნობთ ნიკა მელიას წინასწარ"- სალომე სამადაშვილი

26 ივნისი 2019, 10:01 1131 ნახვა

"ახლა მე მაინტერესებს დემოკრატიულ საქართველოში 2019 წელს, რა ხდება? რომ თქვენ დილის 9 საათზე გეგმავთ ერთ კომიტეტის სხდომას, მეორე კომიტეტის სხდომა უკვე ჩანიშნული გაქვთ შუადღეს და დღესვე აპირებთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოართვათ მანდატი დეპუტატს იმისთვის, რომ დაიჭირონ. ანუ თქვენ დღეს აქ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დამნაშავედ ცნობთ ნიკა მელიას წინასწარ. თქვენი ლიდერი კობახიძე ქუჩაში ვეღარ გამოდის, უნივერსიტეტში ვეღარ შედის ლექციის წასაკითხად, სტუდენტები აგდებენ და ამიტომ კარგად დაფიქრდით, რასაც ახლა აკეთებთ“, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯოდმარეს.

სამადაშვილი დაინტერესდა რატომ აპირებს უმრავლესობა ნიკა მელიას საკითხის დაჩქარებულად განხილვას და რატომ გააქვს საკითხი პლენარულ სხდომაზე დღესვე.

კომიტეტის სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში