ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი ხვალ განიხილავს

25 ივნისი 2019, 21:25 166 ნახვა

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი ხვალ განიხილავს. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.  მოთხოვნა პროკურატურამ გააგზავნა - ნიკა მელიას შესაძლო დაკავების შესახებ ცნობილი დღის მეორე ნახევარში გახდა.

იგი ხვალაა დაბარებული პროკურატურაში. მას საგამოძიებო უწყება აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან – 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მაია ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში