ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს აპოლიტიკური აქცია, პოლიტიკური მოტივით - გიგი უგულავა

25 ივნისი 2019, 20:00 1527 ნახვა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც დეპუტატ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება ბოლშევიკურ სტრატეგიად შეაფასეს. ოპოზიციაში თვლიან, რომ ხელისუფლება ცდილობს აქციებს პოლიტიკური ელფერი მისცენ და ამით გადაფარონ მთავარი მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა.  გაერთიანებული ოპოზიციის შეფასებით, დაკავებები ნიკა მელიას საქმით არ დასრულდება და სერიულ ხასიათს მიიღებს.  

"ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის, როგორც პარლამენტის წევრის ქმედებაში. ნიკა მელიამ თქვა ერტადერთი, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა უფლება შესულიყო პარლამენტის შენობაში. 

აღარაფერი უშველის ამ ხელისუფლებას, ამ ხელისუფლებამ აქციების მეექვსე დღეს, მიირეს გადაწყვეტილება დააპატიმროს კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ვერაფერი ვერ გაიგეს" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ხელისუფლება ბანალურად ცდილობს აპოლიტიკური აქცია, გაბრაზებული მოქალაქეების აქცია გადაფაროს, რომელთაც ძალიან მარტივი მოთხოვნა აქვთ, წავიდეს გიორგი გახარია. ეს ძალიან ძველი და ნაცადი ხერხია, რომელსაც გიგი უგულავას აზრით აღარ არის ეფექტური.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში