ბათუმიდან აქტივისტები გასაპროტესტეპლად შეკვეთილში გაემართნენ

25 ივნისი 2019, 18:31 1296 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედნიდან ახალგაზრდა აქტივისტების ერთი ნაწილი  შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან თბილისში მომხდარი დარბევის გასაპროტესტებლად გაემართა. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ. როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელები აცხადებენ, მათ მხარდამჭერები ქობულეთიდან და გურიის რეგიონიდან შეუერთდებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში