„ვთხოვთ ჩვენს მრევლს, წელს დასვენება საქართველოში ამჯობინეთ“- საპატრიარქო

25 ივნისი 2019, 16:36 574 ნახვა

ელჩების, სპორტსმენების,  საზოგადოების ცნობილი სახეების შემდეგ  საქართველოში დასვენების კამპანიაში საქართველოს საპატრიარქოც ჩაერთო.

„ვთხოვთ ჩვენს მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“-ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოზეც. 

„ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.’

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი