საპტროტესტო აქცია პარლამენტთან დასრულდა

25 ივნისი 2019, 15:38 1013 ნახვა

მცირე ექსცესები იყო დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან, იქ სადაც დილიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.  სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას, მათ არსებული ინფორმაციით ჰქონდათ სპეციალური საშვებიც, რითაც პარლამენტში შესვლას შეძლებდნენ, თუმცა ამ დრომდე ამის უფლება მათ არ მიეცათ.  

 აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია და  გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს  ისევ გააგრძელებენ. ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში პარასკევს ელოდებიან, რასაც აპროტესტებს ოპოზიცია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში