ტკივილის მართვის საკითხები - შეხვედრა მედიკოსებთან

24 ივნისი 2019, 13:02 1775 ნახვა

პაციენტის ტკივილის მართვის საკითხებზე დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მედიკოსებთან. კონფერენციაზე ისაუბრეს საერთაშორისო ნორმებზე, გაიდლაინზე თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტკივილგამაყუჩებელი, რა გვერდითი მოვლენები ახლავს და რა შემთხვევებში არის მისი მიღება აუცილებელი.

შეხვედრის ორგანიზატორები ამბობენ, რომ  ტკივილის სწორი მართვისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც. პროექტს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ. ექთნებთან და ექიმებთან შეხვედრა ორ რეგიონში უკვე ჩატარდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში