უნდა შეწყდეს გიორგი გახარიაზე ვაჭრობა, ეს ვერ შერჩება მინისტრს - ელენე ხოშტორია

24 ივნისი 2019, 12:47 1706 ნახვა

"ისინი ვაჭრობდნენ კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი - მაშინ როცა გიორგი გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და პოლიტიკური უფლება იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს არის მინისტრი, რომელმაც ნაკლებად სასიკვდილო - ანუ სასიკვდილო ტყვიები შეისყიდა, გასცა ბრძანება პოლიციელებს ესროლათ დამიზნებით აქციის დაშლის დროს და დაესახიჩრებინათ, შედეგად სამი მოქალაქე ებრძვის სიკვდილს, რამდენიმემ დაკარგა თვალი. ჩვენ ვნახეთ ის, რომ ადამიანებს რომლებსაც უნდოდათ წასვლა დასდევდნენ ტყვიებით, დასდებდნენ და ნადირობდნენ ბაღებში. ეს ვერ შერჩება შინაგან საქმეთა მინისტრს. ის არის ამ კრიზისის გამომწვევი და პასუხისმგებელი"  - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ დღეს თავისუფლების მოყვარულმა ახალგაზრდებმა, მოქალაქეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან გამარჯვებას.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში