აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომისთვის სამ საათს აძლევენ

21 ივნისი 2019, 21:10 1664 ნახვა

სკამი, რომელშიც გუშინ რუსი დეპუტატი იჯდა, ირაკლი კობახიძემ დაკარგა - პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ,“ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც საკუთარ ისტორიაში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება ჩაიწერა.

ფაქტს თან ახლავს ბევრი დაშავებული ადამიანი, ათობით დაჭრილი მოქალაქე, ახალგაზრდები, რომლებმაც თვალი დაკარგეს, დაზიანდნენ სხეულის სხვადასხვა არეში, ჰქონდათ სახის და მხრის მოტეხილობები. ამ ყველაფრის ფონზე, კობახიძეს ოცნება არჩილ თალაკვაძით ანაცვლებს.  
 

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს ტოვებს ზაქარია ქუცნაშვილი. ეს გადაწყვეტილებები ხალხისთვის საკმარისი არაა, მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სამართალდამცველების რეაქცია არაადეკვატური და არაპროპორციული იყო, არაპროპორციულად მიაჩნიათ ის რასაც „ქართულ ოცნებაში“ ანგარიშვალდებულებას უწოდებენ -  შესაბამისად აქცია დღეს თბილისში ისევ განახლდა - აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში