სამძებრო ოპერაცია გრძელდება

23 აგვისტო 2016, 00:00 2897 ნახვა

გონიოში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ღია ზღვაში მყვინთავთა ჯგუფები და მცურავი საშუალებები მუშაობენ. მობილიზებულია სამხედრო შვეულმფრენი “იროკეზი”. საღამოს ძებნის ოპერაციას კვლავ გააგრძელებს თურქული მტრალავი ხომალდი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი დღის წინ შემოვიდა. გემი ამ დროისთვის თურქეთში საწვავის მარაგის შესავსებადაა წასული. დაკარგული სამხედროს მამის განცხადებით, ოჯახის წევრებმა სამხედროს ხელფასი სრულად აიღეს. მისივე თქმით, პირადად დაუკავშირდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც განუმარტა, რომ ხელფასის ნაწილობრივი ჩარიცხვა ტექნიკური შეცდომა იყო. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში