პოლიტპატიმრების საქმის დაჯილდოვებული პროკურორი

20 ივნისი 2019, 21:02 1281 ნახვა

ყოფილი პოლიტპატიმრის, დღეს კი უმრავლესობის დეპუტატის ცოტნე ანანიძის საქმესთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის დავით რიჟვაძის კავშირი იყო ხმაურის საგანი დღეს უმაღლეს საბჭოში.

ოპოზიციონერი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ გუშინ თორნიკე რიჟვაძემ პრაქტიკულად ეჭვქვეშ დააყენა ცოტნე ანანიძის პოლიტპატიმრის სტატუსი, რადგან მან პოლიციელი მამის ქმედებები კანონიერად შერაცხა. ანანიძე მიიჩნევს, რომ რიჟვაძეს ეს არ უგულისხმია. ამასთან აცხადებს, რომ მის სტატუსს და ფაქტს რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა, ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს - დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში