ირაკლი კობახიძემ რასთან დაკავშირებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? - კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 17:48 1388 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნების'' გენერალური მდივანი ამბობს, რომ თანაგუნდელების ''გაპრავებას'' არ აპირებს. ისინი მომხდარის შესახებ განმარტებებს თავად გააკეთებენ. 

''მე რომ არ გამომივიდეს ვიღაცეების გაპრავება, თვითონ ყველაფერს განმარტავენ. ასე დაგეგმილი ნამდვილად არ იყო და არ უნდა მომხდარიყო'' - თქვა ბრიფინგზე კალაძემ.  

ირაკლი კობახიძემ რასთან დაკავშირებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? - კითხვაზე კითხით უპასუხა კახა კალაძემ.

''ირაკლი საქართველოში არ იმყოფება, როცა დაბრუნდება ან მანამდე მას შეიძლება ქონდეს ჩართვა და განმარტავს ყველაფერს. ამასვე გააკეთებს ზაქარია ქუცნაშვილიც, როგორც ღონისძიების ორგანიზატორი იყო... 

დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა'' - თქვა კალაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი