პირმა უკანონოდ 2 258 961 ლარი მიითვისა - საგამოძიებო სამსახური

18 ივნისი 2019, 11:14 3153 ნახვა

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები.  თითქოსდა,  ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს. აღნიშნული გზით, ბრალდებულის მიერ, ჯამში მითვისებული იქნა კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182- მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში