მრჩეველთა საბჭოს ანგარიშს ხუთშაბათს მოუსმენენ

17 ივნისი 2019, 15:00 1148 ნახვა

მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმენენ, მეორე დღეს უკვე პლენარული სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის ანგარიშს ჩაიბარებენ.

მრჩევლებთან კონკრეტული კითხვები ექნებათ მმართველი და ოპოზიციური პარტიების წევრებს, მათ შორის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებულ  მოვლენებზე, დირექტორის იმპიჩმენტზე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებებსა და ოპერატორების ხელფასებთან დაკავშირებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში