''ნუ წაართმევ ბავშვობას'' - ნაადრევი ქორწინების შესაჩერებლად ახალი კამპანია იწყება

17 ივნისი 2019, 12:13 2647 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნაადრევი ქორწინების შესაჩერებლად 18 დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

უწყების ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 

კამპანიის მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. სამართალდამცველებს სურთ, ყველა მსგავს ფაქტზე პოლიციის ინფორმირება დროულად მოხდეს.

''უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შეთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც. 
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები მიიღებენ. ასევე, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ნაადრევი ქორწინების საკითხი, სახალხო დამცველის ანგარიშშიც ბევრჯერ მოხვდა. ომბუდსმენი წერდა, რომ ბავშვები სკოლებს ქორწინების გამო ტოვებენ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი