წარმატებული მაშველები დააჯილდოვეს

15 ივნისი 2019, 21:05 1670 ნახვა

სეზონის გახსნის დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაშველებს შეხვდნენ. გამოიფინა სამაშველო ოპერაციისთვის საჭირო მოწყობილობებიი,  სპეციალური დრონი რომელსაც მაშველები სამძებრო სამუშაოებისას გამოიყენებენ. დრონს  ღამით მუშაობის რეჟიმიც აქვს. მაშველებმა   ზღვაში შესული ადამიანის გადარჩენის იმიტაციაც გააკეთეს. დაჯილდოვდასამი წარმატებული მაშველი, მანუჩარ წულუკიძე, იგორ აზნაურაშვილი და ანდრი ნემსაძე.

მათ, 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. შავი ზღვის სანაპიროზე აჭარაში, წელს 250 მაშველი იმუშავებს მათ შორის პირველად გოგონები, რომელთაც სწავლება საზღვაო აკადემიაში გაიარეს და სპეციალური ნორმატივები ჩააბარეს. ისინი წყლიდან გამოყვანილ მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ოპერაციაშიც ჩაერთვებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი