პოლიციამ კანცელარიასთან 8 ადამიანი დააკავა

14 ივნისი 2019, 22:09 1656 ნახვა

პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან, კონტრაქციაშე მისული 8 დააკავა.

საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ლგბტ თემის მხარდამჭერთა აქციის წევრებს,  ასევე ესრიდა კვერცხებს. 

სამართალდამცველების მოთხოვნას დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი არ დაემორჩილა,  რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. 

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში