უქმე დღეებში ღამით იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება

14 ივნისი 2019, 10:18 662 ნახვა

შაბათ-კვირას, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 

სანაპირო კურორტებსა და აჭარის მაღალმთიანეთშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა კომფორტულია და უკვე 25 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი ნიშნულით #8 მაღალი.

სპეციალისტების განმარტებით, როდესაც Uv-ინდექსის მაჩვენებელი 8-დან 10-მდეა, ეს ნიშნავს, რომ მზის მავნე ზემოქმედების რისკი მაღალია. არის კანისა და თვალების დაზიანების საშიშროება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში