სპორტის სიახლეები

13 ივნისი 2019, 18:00 1169 ნახვა

ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი მამუკა კობახიძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. როგორც  გუნდის ფეისბუქ გვერდი წერს, 26 წლის მცველი „ტორპედოს“ რიგებში ბოლო შეხვედრას 15 ივნისს, საჩხერის „ჩიხურასთან“ ჩაატარებს. კობახიძეს ტორპედოსთან კონტრაქტი ამოეწურა და „დინამოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ცნობისთვის  მამუკა კობახიძემ „ტორპედოს“ მაისური ერთი წლის წინ მოირგო და გუნდთან ერთად საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიგო. ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს „რუსთავის“, „ლოკომოტივის“, „ზესტაფონის“, „დილას“, „მორდოვიას“, „რუბინის“, „ალანიასა“ და „ნეფტეხიმიკის“ რიგებში უთამაშია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საბავშო  ბაღების აღსაზრდელთა შორის ერთდროული თამაშის სეანსი ჩატარდა. ერთდროული თამაშის სეანსი ჭადრაკის პედაგოგმა ალექსი ტერკარაპეტიანმა ჩაატარა. ღონისძიებაში დაახლოებით 70-მდე ბავშვი მონაწილეობდა ბათუმიდან  ქობულეთიდან და ხელვაჩაურიდან. ჭადრაკის სწავლების პროექტი ხელვაჩაურის ბაღებში 4 წელია ხორციელდება. ბავშვებს ჭადრაკს 19 მოხალისე პედაგოგი ასწავლის.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში