ახალი წლიდან ბათუმში 10 ელექტროავტობუსი იმოძრავებს

13 ივნისი 2019, 17:35 3335 ნახვა

ახალი წლიდან ბათუმში 10 ელექტროავტობუსი იმოძრავებს. მერიაში დღეს საერთაშორისო ტენდერის მონაწილე კომპანიების სატენდერო წინადადებების პაკეტები გახსნეს. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, პირველი ეტაპი სამივე მათგანმა გადალახა, მეორე ეტაპზე კომპანიებს მუნიციპალიტეტისთვის საფინანსო დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ.  სამი კომპანიიდან ტენდერში მონაწილეობაზე ერთმა უარი განაცხადა.  

სპეციალურ კომპანიას არჩევანის გაკეთება  პოლონურ და ბელარუსულ კომპანიებს შორის მოუწევს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ . გამარჯვებული სავარაუდოდ თვის ბოლოს გამოვლინდება.

ელექტროავტობუსებს ბათუმის მერია სწორედ იბიარდის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაბალპროცენტიანი სესხით შეიძენს. საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ავტობუსები ქალაქში 6 თვის ვადაში უნდა შემოიყვანოს

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში