საერთაშორისო კონფერენცია ბოტანიკურ ბაღში

13 ივნისი 2019, 15:08 2213 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.  მასში მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილი ბოტანიკოსი მონაწილეობს.  მეცნიერები გაეცნობიან  ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალასა და მაჭახლის ეროვნულ პარკებს, დაგეგმილია  ტური მაღალმთიან აჭარაში, სადაც დაათვალიერებენ ალპურ ბოტანიკურ ბაღს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ სპეციალისტები  მოამზადებენ სტატიებს, რომლის  შემდეგაც სპეციალური კრებული გამოიცემა. კონფერენციის ბოლოს სამხრეთ კორეის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებთან გაფორმდება მემორანდუმი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი