10 მილიონი ლარი ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის

11 ივნისი 2019, 16:19 2042 ნახვა

ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის  დამაკავშირებელი გზის მოასფალტება დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება,  სანიაღვრე არხების მოწყობა და არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 887 996 ლარია გამოყოფილი. ორთაბათუმი-ბარცხანის მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.

დღეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,​ ფინანსთა მინისტრთან და გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაეცნო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, წელს  საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისათვის  დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში