ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე

11 ივნისი 2019, 15:10 135 ნახვა

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორია. მას პირდაპირი კენჭისყრის წესით პლენალურ სხდომაზე  82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე გაკეთდა არაერთი კრიტიკული განცხადება. დეპუტატების ნაწილი ლონდა თოლორაიას კანდიდატურას იწუნებდა და მიზეზად ასახელებდა იმას, რომ იგი ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან თოლორაია ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.  

 სხდომაზე შეაფასეს შუალედური არჩევნები. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე ყველამ იხილა ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ ტრადიციული პაკეტი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში