მილიონამდე ლარი 10 ოჯახისთვის გზის და ხიდის მოსაწყობად 

10 ივნისი 2019, 21:44 2096 ნახვა

მილიონამდე ლარი ხიდის მოსაწყობად - ქედის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული, ოპოზიცია კი კორუფციაზესაუბრობს. საქმე ეხება ქოსოფელს, სადაც გზის გაყვანა 2016 წელს დაიწყეს, 40 ათასი ლარი ფუჭად დახარჯეს, მიზეზად კი ქანები დასახელდა, რომელიც არ იყო შესწავლილი. ახლა ადგილობრივი მთავრობა, რეგიონის მთავრობის ტრანსფერით აპირებს სხვა მიმართულებიდან მოუწყოს სოფელს ხიდი და გზა - ჯამში უწყება მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.

ამბობს, რომ ასე ბიუჯეტიდან უფრო ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე 2016 წელს დაწყებული გზის დასრულების შემთხვევაში. ტენდერი ორჯერ უკვე ჩავარდა - მესამეში კი პრეტენდენტი შპს „სინათლე - 2006“-ია. საუბარია სოფელზე, რომელშიც მუდმივად დაახლოებით 10 ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქეები გზის მოწყობას ათეულობით წელია ითხოვენ.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში