სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სამართლის საკითხებზე საჯარო მოხელეებს ტრენინგი უტარდებათ

10 ივნისი 2019, 18:30 1843 ნახვა

სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სამართლის საკითხებზე საჯარო მოხელეებს ტრენინგი უტარდებათ. სასწავლო კურსს ამჯერად აჭარის განათლების სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იურისტები და შესყიდვების კოორდინატორები  გადიან. სამუშაო შეხვედრაზე განიხილება კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, დარღვევების პრევენციის მექანიზმი, ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის მექანიზმი  და გამოვლენილი შემთხვევები. ტრენინგი ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობის საზოგადოება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტრენინგი საქართველოს 6 რეგიონში ტარდება.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში