არქეოლოგებმა ბეშუმში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

07 ივნისი 2019, 18:29 1790 ნახვა

2 თვეში, ბეშიმში არქეოლოგიური გათხრები 10 კილომეტრიან რადიუსზე განახლდება. არქეოლოგებმა მიწისქვეშა ნამოსახლარის ორი სენაკი უკვე გათხარეს. მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ასევე ფოტომასალებზე დაყრდნობით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა აღმოაჩინონ პალეოლითისა და შემდგომი პერიოდის ნამოსახლარიც. უკვე ლაბორატორიულადაც არის დადასტურებული, ის რომ, მაღალმთიანი აჭარის ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლები მარცვლეულის კულტურის გაშენებით იყვნენ დაკავებულები. ასევე კვლევით დგინდება, რომ მარცვლეულის უნიკალური კულტურის ნაწილი გადაშენებულია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კურორტი ბეშუმი ტურისტებისთის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ისტორიულადაც, უნიკალური აღმოჩენის გამო. რაც შეეხება არქეოლოგიური გათხრების დაფინანსებას, ბიუჯეტიდან პირველადი სამუშაოებისთვის დაახლოებით 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში