როგორ გავუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს - სააგენტოს რეკომენდაციები

07 ივნისი 2019, 18:29 2222 ნახვა

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზაფხულის სეზონზე საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექის რაოდენობა კი ნორმაზე მეტი. 

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, რომელიც მათ სიცხესთან გამკლავებაში დაეხმარება. 

ზაფხული ცხელ დღეებში მიიღეთ ბევრი სითხე, სახლში შეინარჩუნეთ სიგრილე და ტავი დაიცავით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. 

გაეცანით უფრო ვრცლად, სააგნეტოს ხელმძღვანელის რეკომენდაციებს, რომელიც ამირან გამყრელიძემ დღეს საზოგადოებას წარუდგინა. 

➤ შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 °C , ხოლო ღამით კი 24 °C -ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკსგადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

➤ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

➤ დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.

➤მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.

➤ ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

➤ ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 °C -ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35 °C -ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს.

➤ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

ორგანიზაციაში  ამბობენ, რომ მაღალი ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს 75 წლის და ზემო ასაკის მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე  ადამიანები წარმოადგენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში