FACEBOOK-ზე მალე საკუთარი გამოსახულებით სმაილიკებს შექმნით

06 ივნისი 2019, 13:30 2139 ნახვა

Facebook-მა სიახლეების, იგივე News Feed-ისა და Messenger-ის ახალი ავატარი წარადგინა. სოციალური ქსელის მომხმარებელს, საკუთარი თავის უკეთ გამოსახატად შეუძლია, თავისი ვიზუალის მქონე ავატარი შექმნას, შემდეგ კი Messenger-ში, ანუ თუნდაც კომენტარებში გამოიყენოს.

ახალი ავტორის ფუნქცია თქვენივე სახისგან შექმნის ვირტუალურ სტიკერებს, იგივე სმაილიკებს. მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ თმის და ტანსაცმლის პერსონალიზება, განახლებული სტიკერებით კი საშუალება გექნებათ გააზიაროთ ემოციები და ფრაზები.

ახალი ფუნქციის დამატება  ტელეფონის კლავიატურაზეც იქნება შესაძლებელი. მესენჯერის შემქმნელები ამბობენ, რომ ავატარი ჩატში საკუთარი თავის გამოსახატად უფრო კომფორტულია, ვიდრე Emoji, ან Bitmoji. სიახლე ამ დროისთვის მხოლოდ ავსტრალიაში იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ 2020 წლის დასაწყისში ავატარი ყველა ქვეყანაში ამოქმედდება

ანა ახალაძე
მულტიმედიური ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში