სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა

05 ივნისი 2019, 12:00 1159 ნახვა

განათლების სამინისტროს ინიციატივით, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით, ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა.  ახალი მიდგომით, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან ან ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე  პირების შესახებ  სრულად უნდა იყოს ინფორმირებული.  ექსკურსიის ორგანიზატორი შესაძლოა იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში