პირველკლასელებისთვის ბათუმის სკოლებში 200 ადგილი დაემატა

04 ივნისი 2019, 11:22 3277 ნახვა

ბათუმის 8 საჯარო სკოლაში მშობლები დამატებით, კიდევ ორას პირველკლასელს დაარეგისტრირებენ. აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, #4, #5, #6, #9, #10, #11, #20, და #25  სკოლებში ადგილები დაემატა. 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, ხელახალი რეგისტრაციის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და ადგილების ამოწურვამდე გაგრძელდება. 

მეექვსე საჯარო სკოლაში 25 ადგილი მალევე შეივსო, სხვა სასწავლო დაწესებულებაში კი რეგისტრაცია გრძელდება.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის გამოცხადებიდან მალევე, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლებში, პირველკლასელთა ჯგუფები რამდენიმე წუთში შეივსო. 

21 მაისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ დააანონსა, რომ სკოლებში 175 ადგილი დაემატებოდა, მოგვიანებით კი რიცხვი კიდევ 25-ით გაიზარდა.

მიმდინარე წელს თავდაპირველად პირველკლასელთათვის ქალაქის 27 სკოლაში 2610 ადგილი იყო გამოყოფილი. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც გასულ წლებში იყო.

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი