55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი განადგურდა

02 ივნისი 2019, 12:40 1657 ნახვა

სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.

განადგურებულია უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში