მეორე დასაქმების ფორუმი ბათუმში

01 ივნისი 2019, 12:10 1835 ნახვა

მათთვის, ვინც დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში ვერ მიიღო მონაწილეობა, ბათუმშივე მეორე დღეს დასაქმების ფორუმი  სოციალური მომსახურების სააგენტომ გამართა.  სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2 000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა,  სამუშაო ადგილები: სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და  ენერგეტიკის სფეროებიდან. 

მსურველებს თავიანთი კვალიფიკაციიდან გამომდინარე დასაქმების შესაძლებლობა  ექნებათ. სოციალური მომსახურების სააგენტო ამ პროექტით   სამუშაოს მაძიებლებს პროფესიულ გადამზადებაშიც ეხმარება.  ბათუმის დასაქმების ფორუმში,  შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება - გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში