სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ლექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

31 მაისი 2019, 11:25 2149 ნახვა

საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ომარ მახარაძე აღარ ხელმძღვანელობს.  სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა, საკრებულოს თანამდებობის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე  წერილობით მიმართა, დეპუტატებმა კი განცხადება დააკმაყოფილეს. ომარ მახარაძის ადგილს, სავარაუდოდ თემურ კახიძე დაიკავებს. ბათუმის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის შემცველად, სწორედ ის სახელდება. 

ომარ მახარაძე რჩება საკრებულოს წევრად, ვინაიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია და მას საკრებულოში ადგილმონაცვლე არ ჰყავს. 

დამატებით გაუქმდა საკრებულოს ფრაქცია - "ქართული ოცნება მრეწველები", რადგან სამკაციანი ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ომარ მახარაძე იყო. 

ომარ მახარაძის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებას. 19 წლის სტუდენტმა იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.   

ამ ბრალდების საფუძველზე, უნივერსიტეტის ეთიკის საბჭომ, მას უფლებამოსილება შეუჩერა. საბჭომ, სხვადასხვა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ მიიჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები იყო იმისთვის, რომ დაედგინათ უნივერსიტეტის ეთიკის დარღვევა და ხელშეკრულება შეეწყვიტათ მმართველი გუნდის წევრისთვის. 

დღესმ 31 მაისს, ბათუმის საკრებულო, პირადი განცხადების საფუძველზე​ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა როინ ზოიძემაც დატოვა, დეპუტატის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერ უცნობია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი