ბათუმში სანაპიროსთან კაცის ცხედარი იპოვეს

31 მაისი 2019, 10:38 2866 ნახვა

დღეს, 31 მაისს,  დილით საათებში, ბათუმში არდაგანის ტბის მოპირდაპირე მხარეს, სანაპიროზე დაახლოებით 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ კაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროშია გადაყვანილი და ექსპერტიზა უტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში