ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2,8023 ლარი იქნება

30 მაისი 2019, 17:33 2134 ნახვა

ლარმა დოლართან გაუფასურების რეკორდი უკვე მესამედ მოხსნა. ეროვნული ბანკის კურსით, 31 მაისს ერთი დოლარის ღირებულება 2,8023 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევროს ფასი 3,1209 ლარი.

დღეს ლარი დოლართან მიმართებაში 2,6 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 2,7 თეთრით გამყარდა.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის  შესყიდვა  2,84 ლარამდეა

ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ყველა მთავარ უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში თითქმის ყოველდღიურად უფასურდებოდა.

ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში