მიხეილ სააკაშვილს კიევის აეროპორტში ქართული და უკრაინული დროშებით დახვდნენ

29 მაისი 2019, 21:40 1279 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშია - საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ვარშავიდან ჩაფრინდა. პირველი განცხადება ასეთია - „არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო.“ სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტები, თანაპარტიელები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდნენ. ისმოდა შეძახილები.

სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ მისი პარტია რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებაში მის ექსტრადირებაზე საუბრობენ, სააკაშვილის გუნდს კი ვარშავა-კიევის რეისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში კიევი-თბილისის რეისის შესრულების იმედიც აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი