უკრაინის პრეზიდენტმა სამართლიანობა აღადგინა - ნიკა მელია

28 მაისი 2019, 18:18 1725 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამართლიანობა აღადგინა და მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. 

''ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა. გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან. ფაქტი არის სახეზე, რომ უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა. შესაბამისად სამართლიანობა აღადგინა. რაზე საუბრობენ ''ქართული ოცნების'' რიგი დეპუტატები ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის პირადად მაინც და მაინც საინტერესო არ არის'' - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ. 

''ქართული ოცნების'' დეპუტატების ნაწილმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ზელენსკის ძვირი დაუჯდება. 

მიხეილ სააკაშვილმა  უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 

''მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, დიდება უკრაინას...'' დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში