„ოცნების  ქალაქში“ მშენებლობის დასაწყებად აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარი გამოიყოფა

27 მაისი 2019, 21:19 1783 ნახვა

რეგიონის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით იზრდება - სწორედ აქედან  გამოიყოფა თანხა ე.წ. „ოცნების  ქალაქში“  კორპუსების  მშენებლობისათვისაც. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზრდა საშემოსავლო გადასახადის და ეკონომიების ხარჯზე ფიქსირდება. ბიუჯეტი გაიზრდება ეკონომიკის სამინისტროსთვისაც - ამ უწყებას  ყველაზე დიდი თანხა დაემატება, საუბარია 8 მილიონ ლარზე.

სამი მილიონ 970 ათასი ლარით იზრდება  განათლების სამინისტროს ბიუჯეტი,  2 მილიონზე მეტი კი  ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოიყოფა. თანხას მიიღებენ მუნიციპალიტეტებიც, ჯამში 5 მილიონი ლარით სხვადასხვა ადგილობრივი პროექტი დაფინანსდება. გარდა თანხის დამატებისა, ცვლილებისას ფიქსირდება შემცირებაც -მაგალითად ისეთი როგორიც ყინულის სახლის და აუზის მშენებლობაა - აღმოჩნდა რომ წელს 5 მილიონი ლარი ამ პროექტებისთვის აღარ დაიხარჯება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში