როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

27 მაისი 2019, 10:39 4903 ნახვა

26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის  ფერებში განათდა კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება.

მადრიდში "ვილა რეალის" ემბლემატური შენობა საქართველოს დროშის ფერებში.

ბრიუსელის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ ჩოხით შეიმოსა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ანკარის ანძა  და სტამბოლში ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

თელავივის მერიის შენობა საქართველოს დროშის ფერებში..

ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიული ხიდი, ხოლო ქალაქ კაუნასში ქრისტეს აღდგომის ტაძარი.

საუდის არაბეთში კი რიადის “Kingdom Tower" განათდა საქართველოს დროშის ფერებში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი