''ეს იყო მთავრობისთვის შანსი განათლების მინისტრის გაშვებისთვის“ - ნაციონალური მოძრაობა

26 მაისი 2019, 15:51 2581 ნახვა

" მსგავსი შინაარსის ღონისძიებები წლის დასაწყისიდან იგეგმება, შესაბამისად, 26 მაისი ღონისძიებაც წლის დასაწყისშია დაგეგმილი, ამიტომ ამაში ჩართული იქნებოდა და იყო მთავრობის თავმჯდომარე, ქალაქის მერია, სამინისტროები. როცა გაფუჭდა საქმე, მხოლოდ განათლების მინისტრს დავაკისროთ პასუხიმგებლობა არ იქნება სწორი, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობის თავმჯდმარესაც, მთელ მის გუნდსაც, უსაფრთხოების სამსახურსაც, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ამ ტიპის საკითხები. ამავდროულად, მიხედოს ამ ღონისძიებას, მოსალოდნელი შედეგები რომ იყოს გარკვეული.

მე ვფიქრობ, რომ ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და არა ერთი კონკრეტული ინგა შამილიშვილის. რიგი ცვლილებები მთავრობის თავმჯდომარემ დაანონსა, რა თქმა უნდა მას მაშინ არ დაუკონკრეტებია რიჟვაძეს, რომელი მინისტრის ჩანაცვლებაზე იქნება საუბარი, მაგრამ მას ამ შემთხვევაში მიეცა შანსი, ჯერ კიდევ მოარული ხმები გაემართლებინა და ინგა შამილიშვილი ამ მიზეზით გაეშვა. ეს იყო შანსი ინგა შამილიშვილის გაშვებისა" - განაცხადა ასმათ დიასამიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში