როგორ აღინიშნება 26 მაისი ბათუმში?

25 მაისი 2019, 15:17 1604 ნახვა

მზადება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ბათუმში ღონისძიებები ევროპის მოედანზე გაიმართება. ამ წუთებში ტერიტორიას დროშებით რთავენ. შადრევანს კი საქართველოს დროშის ფერებში ხატავენ.  26 მაისის პროგრამაშია კონცერტები და გამოფენები. მოეწყობა ბაზრობა, სადაც ხელნაკეთი აქსესუარები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

გამოფენისთვის ემზადებიან მუზეუმებიც. გამოფენენ ექსპონატებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს უკავშირდება. კონცერტში 20-მდე სოლო შემსრულებელი და ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში