ბათუმში ძლიერმა ქარმა ორი მანქანა დააზიანა

25 მაისი 2019, 11:12 5233 ნახვა

ბათუმში ამოვარდნილი ძლიერი ქარის შედეგად, ყაზბეგის ქუჩაზე ხე წაიქცა და ორ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. თვითმხილველების თქმით, არავინ დაშავებულა.

ძლიერმა ქარმა პარკში, რუსთაველის მხრიდან მცირე ზომის მცენარეებიც დააზიანა.

ფოტო და ვიდეო : კობა კახიძე

 

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში