Facebook-ს 2020 წლიდან საკუთარი კრიპტოვალუტა ექნება 

24 მაისი 2019, 18:35 1917 ნახვა

სოციალური მედიის გიგანტმა, ფეისბუქმა კრიპტოვალუტის ტესტირება უკვე დაიწყო, რომელიც მიმდინარე "გლობალიკონში" ჩაირიცხება. პირველ ეტაპზე ონლაინ გადახდის სისტემაში ათობით ქვეყანა ჩაერთვება.  საბანკო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ვირტუალური ვალუტები გამოიყენონ რეალურ სამყაროში - მათ შორის სასტუმრო ნომრების დასაჯავშნად, რესტორანში მენიუს შესაკვეთად ან ონლაინ მაღაზიები.

Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ციფრული ვალუტის მეშვეობით ანგარიშსწორება ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იქნება. სერვისით ის მოქალაქეებიც ისარგებლებენ, რომლებსაც საბანკო ანგარიში არ აქვთ.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში