ტერეზა მეი თანამდებობიდან ტირილით წავიდა

24 მაისი 2019, 15:02 1913 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებისას  მან  ემოციები  და ცრემლები ვერ   შეიკავა. მისი ტირილის ამსახველი ვიდეო კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.  

მეიმმმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტიდან 7 ივნისს გადადგება, თუმცა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მემკვიდრის არჩევამდე შეასრულებს.  ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  პარტიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი შესაძლოა 6 კვირა გაგრძელდეს. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი ბრექსიტმა გამოიწვია.  

ტერეზა მეის განმარტებით, 2016 წლის რეფერენდუმის დროს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა, რის შემდეგაც მათი მოვალეობა ამ არჩევანის შესრულება იყო, თუმცა მან პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ვერ მოახერხა და სამჯერ დამარცხდა.  მან  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2016 წელს გამართული რეფერენდუმის შემდეგ დაიკავა.

პოსტის დაკავების შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის, ე.წ. ბრექსიტის პროცესის წარმატებით წარმართვას ცდილობდა, თუმცა ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეწინააღმდეგებიან.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში