''ბათუმის შავი ზღვის ბიჭები'' საქართველოს ხელბურთის ჩემპიონია

23 მაისი 2019, 19:48 752 ნახვა

ბათუმის ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია. ბათუმის ‘’შავი ზღვის ბიჭებმა’’ ფინალურ შეხვედრაში თბილისის სპორტის სასახლეში თბილისის ‘’პეგასი’’ 35-25 დაამარცხა. ბათუმელებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და პირველი ნახევარი 14-9 მოიგეს. მატჩის მეორე ტაიმიც შავიზღვის ბიჭების სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს.
 

ბათუმის ხელბურთის კლუბი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ბათუმის ‘’შავი ზღვის ბიჭებს’’ წელს კარგი სეზონი ჰქონდათ, გუნდმა რეგულარული სეზონი 38 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ნახევარფინალში კი ‘’იმედი სტუ’’ 27-22 დაამარცხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში