რეკლამის განთავსების უფლება-საკონსტიტუციო სარჩელი

23 მაისი 2019, 14:21 1039 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში მაუწყებლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ასაჩივრებენ, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს  რეკლამის განთავსების უფლება ეძლევა. კანონს შპს ტელეკომპანია „თრიალეთი“ და ორგანიზაცია „ჟურნალისტების და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ასაჩივრებდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა სარჩელზე დღეს უარი თქვა.

მოსარჩელის განმარტებით, კანონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სარეკლამო ბაზარზე არსებულ სხვა მაუწყებლებთან მიმართებით.

პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით კი კანონი მოწონებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის მხრიდან. იშველიებენ მარეგულირებელი კომისიის კვლევასაც და  მოსარჩელის მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში