Babillon Tower-ი აუქციონზე გაიყიდა

23 მაისი 2019, 11:39 1871 ნახვა

ბაბილონ თაუერს ახალი მფლობელი ყავს. „ემ სი ქონსთრაქშენ”-მა, შენობა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, განმეორებით აუქციონზე 33%-იანი ფასდაკლებით  24 მლნ 990 ათას ლარად იყიდა.  

ბათუმში 47-სართულიანი თაუერის მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია  აშენებდა, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მიწის ნაკვეთი ინვესტორს აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 2012 წელს გადასცა.

წლების განმავლობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გაჩერებული იყო და ინვესტორი 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი ვალდებულებების შესრულება შეძლო. პროექტის მიხედვით, რუსთაველის  30 ნომერში,  168 ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში