ბათუმის ხელბურთელთა კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ფინალშია

23 მაისი 2019, 11:04 2562 ნახვა

ბათუმის ხელბურთელთა კლუბი​ - ‘’შავი ზღვის ბიჭები’’, დღეს, 23 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ფინალურ შეხვედრაში, ბათუმელები თბილისის ‘’პეგასს’’ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს 18:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.

გუშინ, 22 მაისს, ნახევარფინალურ შეხვედრაში ‘’შავი ზღვის ბიჭებმა’’ 27-22 დაამარცხეს  ‘’იმედი სტუ’’ , ხოლო ‘’პეგასმა’’ დაძაბულ შეხვედრაში ერთბურთიანი სხვაობით 30-29 ‘’ქუთაისს’’ მოუგო.

რეგულარული სეზონი ბათუმის ‘’შავი ზღვის ბიჭებმა’’ პირველი ადგილით, 38 ქულით დაასრულეს.

ბათუმი და ‘’პეგასი’’ სატიტულო შეხვედრაში, ამ სეზონზე, მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. "საქართველოს თასის" ფინალში ‘’შავი ზღვის ბიჭებმა’’ 29-30 დათმეს მატჩი თბილისის ‘’პეგასთან’’.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში