სექსუალურ შევიწროებში დადანაშაულებულ ლექტორის და საკრებულოს წევრის საქმე

22 მაისი 2019, 21:40 1697 ნახვა

ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრიცაა, შესაძლოა მალე აქაც შეუჩერონ უფლებამოსილება - საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დადასტურების შემთხვევაში მიიღებენ მკაცრ ზომებს. არსებული მტკიცებულებების ფონზე კი, მანდატის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ „ენმ“-ში.

უფრო მეტიც, - მირდატ ქამადაძის შეფასებით მიმოწერაში მხოლოდ ორი ზრდასრული ადამიანის კომუნიკაცია ჩანს. რაც შეეხება უნივერსიტეტს - ბსუ-ს ადმინისტრაციამ  ერთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო - ლექტორსა და „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირს, სტუდენტებთან კომუნიკაცია შეუზღუდა. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები  ითხოვენ ეთიკის კომისიის მუშაობაში ჩართვას. პროცესში სავარაუდოდ სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ პედაგოგის მიმართ გამოთქმული ბრალდებები მათი ნაწილისთვის ახალი არ ყოფილა.

არ ვიცით, იყო თუ არა ახალი მმართველი პარტიისთვის, მაგრამ ცხადია, რომ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა და თანაგუნდელებმა ფაქტი, რომელზეც ალბათ მალე სასამართლო იმსჯელებს, საჯაროდ დაგმეს.  ადრესატს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია - თავის მართლება დეპუტატსა და ლექტორს სწორედ მოსამართლის წინაშე მოუწევს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში